აჭარაში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გასულ 24 საათში რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 69 პირი.
ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 519 პირი, მძიმეა 127-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული 243 პირი.