ლონდა თოლორაიას განცხადება

26 დეკემბერი 2021, 12:13 1142 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით მისთვის უცნობი იყო, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის"გაუქმების” შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ლონდა თოლორაიას  იმედი აქვს, რომ ეს პროცესი შეჩერდება.ამბობს, რომ გეცნობა კანონპროექტს და  დეტალურ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, აგრძელებენ მუშაობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, - წერს "ფეისბუქში ლონდა თოლორაია. "  სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი