ომიკრონ შტამი ევროპას მოედო

26 დეკემბერი 2021, 11:53 1136 ნახვა

"ომიკრონი" უკვე 100-ზე მეტ სახელმწიფოშია დაფიქსირებული. კორონავირუსი დაუდასტურდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესაც. სტამბულის საპატრიარქოს ინფორმაციით, დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და 81 წლის პატრიარქი თავს ცუდად არ გრძნობს. ბოლო ერთი კვირაა, კოვიდს ლონდონში მცხოვრები ყოველი მე-20 ადამიანი ებრძვის. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში, 7 დღის განმავლობაში, ერთდროულად მილიონ 700 ათასი ინფიცირებული იყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ომიკრონის დასაძლევად, ბრიტანელებს მეოთხე დოზით აცრა მოუწევთ. ომიკრონის შესაკავებლად, საზღვრები დაკეტილი აქვს ისრაელს. ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო, საავადმყოფოები გადატვირთვის საშიშროების წინაშეა. აცრის მეოთხე დოზის შემოღებაზე, ისრაელშიც მსჯელობენ.ინფექციის სწარაფად გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით ავიარეისი გადაიდო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში