კურორტ გოდერძზე სეზონი გახსნილია

25 დეკემბერი 2021, 17:54 1291 ნახვა

კურორტი ,,გოდერძზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონია მხოლოდ თოვლის ბაბუების შოუ იყო, კოვიდ-რეგულაციების გამო. 4 კილომეტრიანი სათხილამურო გზა მოწესრიგებულია, ჩაირთო საბაგირო და გახსნილია სასტუმროებიც.  კურორტზე წელს სამედიცინო პუნქტიც ფუნქციონირებს, სათხილამურო ტრასაზე კი სპეციალურად აღჭურვილი პატრული და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. კვლავ მთავარი პრობლემაა კურორტის მიმართულებით საავტომობილო გზა,  რადგან ხულო - ზარზმის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  გზა თოვლისგან გაწმინდეს, თუმცა გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი