ავიაკომპანიებმა შობის დღეებში დაგეგმილი 4500-ზე მეტი ავიარეისი გააუქმეს. გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი „ომიკრონ“ ვარიანტი გახდა, რის გამოც ავიაკომპანიებმა ეკიპაჟების დაკომპლექტება ვერ მოახერხეს. ყველაზე მეტი ავიარეისი გააუქმეს ავიაკომპანიებმა : ჩინა ეასტერნი,, ეაირ ჩინამ, იუნაიტედ აირლაინსმა, ეაირ ინდიამ და დელტამ. “ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენი ეკიპაჟების წევრებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ოპერაციებს მართავენ. შედეგად, სამწუხაროდ, მოგვიწია ზოგიერთი ფრენის გაუქმება“, - აღნიშნულია იუნაითედ აირლაინის განცხადებაში. დელტაში კი განმარტავენ, რომ ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიამ „ამოწურა ყველა ვარიანტი და რესურსი, მათ შორის დაგეგმილი ფრენების განსახორციელებლად ეკიპაჟების წევრების შეცვლისა და ჩანაცვლების.