კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბოლო კვირის მონაცემით აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 2 კერძო სკოლა გადავიდა.
პარალელურად, აჭარის რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა გადასული ცალკეული სკოლის 111 კლასი.
· ბათუმი- 80
· ქობულეთი-19
· ხელვაჩაური- 12
გასული კვირის განმავლობაში კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 2,9 %, ხოლო მოსწავლეების – 2,1%-ს.
ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში აქტიურად ხორციელდება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული, მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებისთვის რეგულაციების დაცვის მონიტორინგი.
აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.