აჭარაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

24 დეკემბერი 2021, 10:53 860 ნახვა

24 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 526. მძიმე პაციენტია 130, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 36 პირი.

980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 - თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი