საქართველოში "ომიკრონის" კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

23 დეკემბერი 2021, 18:42 1030 ნახვა

საქართველოში "ომიკრონ“ შტამის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში „ომიკრონის“ 29 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 29 შემთხვევა, თუმცა ალბათ გაცილებით მეტია, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, თუ სად შეიძლება, მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იქნას, რომ იყოს „ომიკრონი“, შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში. ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ არის "ომიკრონის“ შტამი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში