ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 3 თვემდე მცირდება

23 დეკემბერი 2021, 17:22 817 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში "ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა 3 თვემდე მცირდება. 

თამარ გაბუნიამ ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

აქამდე ბუსტერ დოზის გაკეთება “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი,  “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი ეს ინტერვალი 3 თვეს შეადგენდა. 

ომიკრონის'' შტამის გავრცელებასთან ერთად იკვეთება "ბუსტერ" დოზების გაკეთების აუცილებლობა. დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია "ბუსტერ" დოზის ჩატარების შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ უკვე აქტიურად დაიწყოს ძალიან მალე. 

თუ აქამდე ბუსტერი შესაძლებელი იყო ''ფაიზერი'' და "ასტრაზენეკას" ვაქცინისათვის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო  "სინოვაკისა" და "სინოფარმის" შემთხვევაში მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში "ბუსტერ" დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს მესამე თვიდან'', - განაცხადა გაბუნიამ. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მესამე დოზის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ, სამწუხაროდ, მილიონზე მეტი მოქალაქე გყვავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი. ამიტომ, სახიფათოა, თუ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, როგორიც არის ვაქცინაცია, "ბუსტერ" დოზა და პირბადის ტარება. "ბუსტერული", მესამე დოზის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი