კულტურის დარგში წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვეს

23 დეკემბერი 2021, 12:36 243 ნახვა

ბათუმში კულტურის დარგში წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვეს.  ჯილდოები გადაეცათ იმათ, რომლებმაც მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.   ღონისძიების ფარგლებში:   ,,წლის ხელოვანი“ „წლის დებიუტანტი“ „რჩეული ხელოვანი“ „დიდოსტატი“ „წლის კოლექტივი“ გამოავლინეს . ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი და სიგელები გადაეცათ: აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის’’ მომღერალთა გუნდს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის კოლექტივს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრსა და ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში