"ისევ მოგვატყუეს" - ამ სლოგანით ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ დღეს კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას და სექტორის მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებენ. საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლებს განცხადებით, ამ ეტაპზე დაანონსებული ყველა ივენთი ჩატარდება, რადგან მათ ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, რომლითაც ივენთები დაიწყეს. კლუბის დალუქვის შემთხვევაში კი მწვავე პროტესტს მიმართავენ.