დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს - ელენე ხოშტარია

22 დეკემბერი 2021, 14:24 741 ნახვა

მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს​ - განაცხადა ''დროას'' ლიდერმა.

ელენე ხოშტარიას თქმით, მისთვის ამ პროცესში ცენტრალური საკითხი მართლმსაჯულება იქნება.

''ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი, როგორც სირთულეების, ასევე, რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი. ცხადია, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თავად რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პოლარიზაციის დაძლევა და ეროვნული თანხმობა როგორ შეიძლება იყოს მიღწეული, ესეც იქნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის მუშაობის შედეგი და ეს მგონია ერთადერთი ყველაზე სწორი გზა.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება პოლიტიკურ სპექტრს შორის. ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთადერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და რომ ჩვენ გვექნება სამართლიანი გარემო, რომ დანაშაულს ერქმევა დანაშაული, რომ შურისძიება იქნება დაუშვებელი, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული, რომ ოჯახები არ დაიჩაგრებიან იმის გამო, რომ არ ჰყავთ ნაცნობები - ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და ამ სისტემის გამართვის გარეშე, პრაქტიკულად, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება სამართლიანი.

შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, რომელიც არ იქნება იმიტაცია, არ იქნება მოჩვენებითი, არ იქნება ყალბი, ყველა ეტაპზე მზად ვარ, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ პრეზიდენტის მიერ პრობლემების აღქმა და ძიების გზების არის სწორი", - განაცხადა ხოშტარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი