საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული - თამარ გაბუნია

22 დეკემბერი 2021, 13:00 979 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

„ჩვენთან დღეს უკვე „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში.

"დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო სექტორში მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. კლინიკაში ამჟამად იმყოფება 5 488 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1350, რეანიმაციაში - 313. თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 3227, რაც არის, დაახლოებით, 30% მობილიზებული საწოლფონდის. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში იანვრის თვეშიც,“- განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი