ევროკომისიამ ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად 9 თვე განსაზღვრა

21 დეკემბერი 2021, 18:20 795 ნახვა

ევროკომისიამ ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად 9 თვე განსაზღვრა. 

გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვით, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატების მოქმედების მკაფიო და ერთიანი პერიოდი იმას უზრუნველყოფს, რომ მოგზაურობის ორგანიზება კოორდინირებული იყოს.

ახალი წესები ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში