შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

21 დეკემბერი 2021, 12:44 1347 ნახვა

შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე 3 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე  ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. მოეწყო ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები, დამცავი ზღუდარები. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში