მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს დაბადების დღე გვიან ღამით გორის ჰოსპიტალთან მიულოცეს. მათთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ . მათ ადგილზე ბანერები წარწერით "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" მიიტანეს, ჰაერში სიმბოლურად ფრანები გაუშვეს და საქართველოს ეროვნული ჰიმნიც ჩართეს. მათ მიხეილ სააკაშვილს იუბილე ხმამაღალი შეძახილებით მიულოცეს, პასუხად კი მესამე პრეზიდენტმა ფანჯრიდან მადლობა გადაუხადა.