აჭარაში კოვიდი 272 ადამიანს დაუდასტურდა 

21 დეკემბერი 2021, 10:58 920 ნახვა

21 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 531. მძიმე პაციენტია 126, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 32 პირი.

1 021 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 648 - თბილისში, 251 - აჭარაში. 27 557 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 699 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი