ევროპის წამლის სააგენტომ "Novavax"-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

20 დეკემბერი 2021, 19:31 1013 ნახვა

ევროპის წამლის სააგენტომ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "Novavax"-ის გამოყენების ნებართვა გასცა.

სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა (CHMP) კონსენსუსის საფუძველზე დაასკვნა, რომ ვაქცინა უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ ევროკავშირის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, ის 90.4%-ით ეფექტურია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კვლევა, თუ როგორ მოქმედებს ვაქცინა "ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ.

"Novavax"-ი მეხუთე ვაქცინა გახდა, რომლის გამოყენებაც ევროკავშირშია დასაშვები.

აქამდე ევროპის წამლის სააგენტომ შემდეგი ვაქცინები დაამტკიცა: "BioNTech/Pfizer"; "Moderna"; "AstraZeneca" და "Johnson & Johnson"-ი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი