გერლიანის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

20 დეკემბერი 2021, 17:59 1022 ნახვა

არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებული ეკონომისტის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თავად „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორ რამაზ გერლიანს კი  ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მან გაუჩინარებამდე ბოლო პოსტი გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც ის პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა. პოსტი კი რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. იგი წაშლილია. „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის რამაზ გერლიანის ძმის რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში გუშინვე შეიტანეს.  ამბობს, რომ  მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ „ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა. მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ, ღია მდგომარეობაში შეამჩნიეს. რამაზ გერლიანის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი