რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა

20 დეკემბერი 2021, 14:55 1123 ნახვა

ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორს  რამაზ გერლიანს. მან გაუჩინარებამდე ბოლო პოსტი გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც ის პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილს  ტერორში ადანაშაულებდა. „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის რამაზ გერლიანის ძმის რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში გუშინვე შეიტანეს.  ამბობს, რომ  მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ „ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა. მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ, ღია მდგომარეობაში შეამჩნიეს. რამაზ გერლიანის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი