ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

20 დეკემბერი 2021, 12:17 1436 ნახვა

საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ბათუმში ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. აქვე საახალწლო და ხელნაკეთ ნივთებს სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში იყიდით. მოედანზე იქნება საბავშვო ატრაქციონებიც. საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით  დროებით ჩაიკეტა ევროპის მოედანზე  საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში