საშობაო მოგზაურობები „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას გაზრდის - ენტონი ფაუჩი

20 დეკემბერი 2021, 11:55 847 ნახვა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საშობაო მოგზაურობები კორონავირუსის ახალი, “ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას გაზრდის. ენტონი ფაუჩი რეგულაციების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ამასთან, ფაუჩიმ მოსახლეობას ვაქცინაციისა და ბუსტერ დოზის მიღებისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი