აჭარაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 20 დეკემბერი 

20 დეკემბერი 2021, 10:43 1049 ნახვა

20 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც: 5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 539. მძიმე პაციენტია 125, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 პირი.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 - თბილისში, 257 - აჭარაში.

27 393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი