ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

18 დეკემბერი 2021, 11:50 1082 ნახვა

ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 

1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. 

2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2015 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჯემალ ჭკუასელს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში