იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

18 დეკემბერი 2021, 12:04 583 ნახვა

იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრა.როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რაზეც უწყებას საკუთარი სამართლებრივი არგუმენტაცია გააჩნია.სიტყვის გამოსვლისას რატი ბრეგაძემ უპასუხა კითხვებს მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნასთან დაკავშირებით, მისი თქმით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოყენებული ყველა მოქმედება არ სცდება არცერთ კანონმდებლობას .. მან ასევე უპასუხა კითხვებს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში სხვადასხვა სარჩელის სახით განიხილება, ასევე შეეხო ნამახვანჰესის საკითხს

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში