მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, გასაჯაროებული კადრები, საერთაშორისო დავები - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელთა ირგვლივაც იუსტიციის მინისტრს კითხვები დაუსვეს პარლამენტში. აგრეთვე, კანონმდებლების შეკითხვები შეეხებოდა საერთაშორისო დავებს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას. იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ გეგმებსა და რეფორმებს, რომლებიც უწყებას აქვს დაგეგმილი. რეფორმების მიმართულებით კი მინისტრმა ისაუბრა, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესზე. ბოიკოტის რეჯიმში მყოფი ნაციონალური მოძრაობა არც დღევანდელ „მინისტრის საათს“ დასწრებია.