ევროპარლამენტი რუსეთს ახალი რეზოლუციით აფრთხილებს

17 დეკემბერი 2021, 14:49 886 ნახვა

ევროპარლამენტი რუსეთს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემთხვევაში საბანკო სისტემა სვიფტიდან გათიშვით და სხვა მკაცრი სანქციებით დაემუქრა.  ევროპარლამენტში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის ამოქმედების წინააღმდეგაც გამოდიან. ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ მორიგი აგრესიის შემთხვევაში  სანქციების დაწესებას  ითვალისწინებს რუსი სამხედროების, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც.  დოკუმენტს მხარი 548 ევროდეპუტატმა დაუჭირა, 69 წინააღმდეგ წავიდა. ახალი შეზღუდვების ფარგლებში შავ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ პირებს  გაუყინონ ფინანსური აქტივები გაეყინებათ და ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა აეკრძალებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში