კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი პოეტი შოთა ზოიძე. იგი საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენის და სხვადსხვა ჯილდოს მფლობელია, ათეულობით ლექსების კრებულისა და თარგმანების ავტორი. შოთა ზოიძე წლების განმავლობაში აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯომარედ მუშაობდა, იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2009 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იყო.