ავტომობილი მდინარე კინტრიშში გადავარდა - გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი

17 დეკემბერი 2021, 13:04 19048 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური გზიდან გადავიდა და მდინარე კინტრიშში გადავარდა. გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ქობულეთში ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს. 

კლინიკაში აცხადებენ, რომ დაშავებული კონტაქტურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მეორე პირი კი საავადმყოფოში შეყვანის მომენტში უკვე გარდაცვლილი იყო.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საშუალო ასაკის მამაკაცი. პაციენტი კონტაქტურია და  უტარდება კვლევები.  მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მას სამედიცინო დაწესებულებიდან ჯერ ვერ გავწერთ, დამატებითი კვლევის შედეგებს ველოდებით,'' - განუცხადა მაუწყებელს ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა ზურაბ თურმანიძემ. 

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი