განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 17 დეკემბერის მონაცემებით, კოვიდის შემთხვევების გამო, ბათუმში ორი კერძო სკოლა დაიხურა.
აჭარაში დისტანციურ სწავლებაზეა ცალკეული სკოლის 122 კლასი.
· ბათუმი- 94
· ქობულეთი-11
· ხელვაჩაური- 12
· ხულო-2
· ქედა -3
სამინისტროს ცნობით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 %, ხოლო მოსწავლეების – 2,4%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%.
აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.