თურქული ლირა აშშ-ის დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

16 დეკემბერი 2021, 18:00 1626 ნახვა

თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა – ერთი დოლარი 15 ლირა ღირს. თურქეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას კიდევ ერთხელ გეგმავს, როგორც ეს  ქვეყნის პრეზიდენტის  რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახალ ეკონომიკურ პროგრამაშია გაწერილი.  თურქეთის პრეზიდენტი ექსპორტსა და დაკრედიტებაზე აკეთებს აქცენტს,  იმის მიუხედავად, რომ ეკონომისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ამ პოლიტიკას ღიად ეწინააღმდეგებიან. მიმდინარე წელს თურქულ ლირასთან  მიმართებაში ამერიკული დოლარის  ღირებულება გაორმაგდა.  ქვეყანაში ინფლაცია  21 პროცენტამდე გაიზარდა.   თურქეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ინფლაციის ზეწოლა დროებითია და აუცილებელია ეკონომიკური ზრდის გაფართოებისა და მიმდინარე ანგარიშის დასაბალანსებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში