საბერძნეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის

16 დეკემბერი 2021, 17:59 1112 ნახვა

საბერძნეთის მთავრობის ახალი დადგენილებით, 19 დეკემბრიდან ქვეყანაში ჩასულ ყველა მოგზაურს კორონავირუსზე პი-სი-არ-ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს. ახალი მოთხოვნა ვრცელდება როგორც სრულად ვაქცინირებულებზე, ასევე აუცრელ უცხოელებზე. შეზღუდვები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზეც ვრცელდება. ტესტის გარეშე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ მოგზაურებს, რომლებიც ტრანზიტს ახორციელებდნენ და სხვა ქვეყანაში საბერძნეთში შესვლამდე 48 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. საბერძნეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების რისკის გამო მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში