საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს მოქალაქე გიორგი ლაშხის იმ სარჩელს, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების გაუქმებას ითხოვს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იგი დაჯარიმდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესი, რომელიც აკრძალავდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისი დაჯარიმების საკანონდმებლო საფუძველი არ არსებობდა, იმავდროულად, საქართველოს პარლამენტს იმ დროისათვის არ ჰქონდა უფლება ქმედება განესაზღვრა სამართალდარღვევად და დაეწესებინა მისთვის პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. საქმეზე მხარეებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მსჯელობს. სხდომა დისტანციურ რეჟიმში ზეპირი მოსმენის ფორმით მიმდინარეობს.