შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1984 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე