თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს – გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრა.
ბრალდების მხარე სხდომაზე ოთხი პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილის მიმართ გირაოს შეფარდებას.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.
როგორც ადვოკატმა, ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა, პროცესზე არ იყო დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე