ახალშენი-სამების საავტომობილო გზის 1 300 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო. პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხები, მილები, ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები. აშენდა ერთი ახალი ხიდი. ინფორმაცია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.