ჰონგკონგში ცეცხლმოკიდებული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების ევაკუაცია დასრულდა. ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. მათგან 13 ქალი და ერთი კაცია. სულ მცირე ათას 269 ადამიანი გამოიყვანეს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან, სადაც ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ცეცხლი გჩნდა. ჰონგ კონგში კოზუეი-ბეის რაიონში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში ხანძარი ადილობრივი დროით 12 საათსა და 37 წუთზე ზუსტად სადილის შესვენების დროს გაჩნდა. ცეცხლმოკიდებულ შენობაში ძირითადად მაღაზიებისა და რესტორნების კლიენტები იმყოფებოდნენ. ოფისების თანამშრომლები შესვენებაზე შენობიდან გასულები იყვნენ.