არ მივდივარ შორს, მზად ვარ კოლეგას გამოცდილება გავუზიარო - ტიკარაძე 

15 დეკემბერი 2021, 12:18 775 ნახვა

არ ვიცი - ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა მის შემცვლელად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა.

მისი თქმით, კონსულტაციების პროცესში ჩართული არ არის.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ შორს არ მიდის და მის შემცვლელს გაუზიარებს გამოცდილებას.

"მე არ მივდივარ შორს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჩემი კოლეგა, რომელიც დაიკავებს ამ ადგილს, ვარ მზად, გავუზიარო მას ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყო მის წარმატებას'' - განაცხადა ტიკარაძემ. 

უკავშირდება თუ არა მინისტრის გადადგომა პრემიერთან შესაძლო უთანხმობას, ტიკარაძე ამ თემაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ დამატებით განმარტებას აღარ გააკეთებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში