ქედის მერმა მოადგილეები წარადგინა

14 დეკემბერი 2021, 15:23 1265 ნახვა

მოადგილეები წარადგინა ქედის მერმა. როლანდ ბერიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილის პოსტზე იმედა ვასაძე, ხოლო მეორე მოადგილედ მამუკა ფარტენაძე დაასახელა.  მერის განმარტებით მოადგილეები გამოცდილებისა და კვალიფიციურობის მიხედვით შეარჩია, ისინი მუშაობას დღეიდან შეუდგებიან. მოადგილეები კი აცხადებენ, რომ მათთვის აღებული პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია და ქედის მუნიციპიალიტეტში არსებულ პრობლემებს მოსახლეობასთან კომუნიკაციით მოაგვარებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში