ჭადრაკის დღე დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე

14 დეკემბერი 2021, 12:32 962 ნახვა

ჭადრაკის დღე დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე. დუბაიში იმყოფებიან ქართველი დიდოსტატები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე, რომლებმაც ათასობით დამთვალიერებელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მონაწილეობა მიიღეს ქალთა როლის გაძლიერების, მიღწევებისა და გამოწვევებისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში. ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის. საღამო თეატრალიზირებული შოუთი დასრულდა.  „ექპო 2020 დუბაი“-ს ცენტრალური სცენა საჭადრაკო დაფად გარდაიქმნა და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მორიგი  ტრიუმფით წარდგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი