სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი შერიგებაზე აზრდაკარგულია - ნიკა მელია

13 დეკემბერი 2021, 22:44 882 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საუბარი შერიგებაზე აზრდაკარგულია.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია პროტესტი, მოსახლეობას კი 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა.

"ახლა მნიშვნელოვანია მობილიზაცია, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ, უფრო ხმამაღლა ისმოდეს. ყველას გელოდებით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, - განაცხადა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი