ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიაში

13 დეკემბერი 2021, 19:45 1224 ნახვა

ხმაურით დაიწყო დღე ბათუმის მერის კაბინეტში. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არჩილ ჩიქოვანს კითხვებზე პასუხი მოსთხოვეს. დეპუტატ რეზო ხარაზის განცხადებით, აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 119 ობიექტიდან 49-ის მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, ამიტომ მისი შეფასებით, ეს არის კორუმპირებული უწყება. არჩილ ჩიქოვანმა კი განაცხადა, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით მერიის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობს სამართლებრივი ღონისძიებები. შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, მერმა კაბინეტი თათბირზე გასვლის მოტივით დატოვა, საკრებულოს წევრები კი მერის კაბინეტიდან პოლიციამ გაიყვანა. მუნიციპალურმა ინსპექციამ 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ფაქტზე,რომლის საკითხსაც მოჰყვა ხმაური  განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია, რომ რამდენიმე დღის წინ უკანონო ობიექტის შემოწმებაზე მისულ თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი