აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჟურნალისტებს სუს-თან კავშირში ადანაშაულებს

13 დეკემბერი 2021, 15:15 1343 ნახვა

სუს-ის და ,,ქართული ოცნების'' ნარატივში ადანაშაულებს ჟურნალისტებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი. ენმ-ს განცხადების ადრესატი ის 60-მდე ჟურნალისტია, რომლებმაც დაგმეს კოლეგის მისამართით გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადება და  რომლის ავტორიცაა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან''   აფელირებული ორგანიზაცია ,,ალტერნატივას'' ერთ-ერთი წევრი. 

დეპუტატს  ,,ტვ 25''-ის  ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ჰქონდათ პარტიაში ხათუნა ბერიძის განცხადებაზე  შესაბამისი რეაგირება და რატომ არ გააკეთეს საჯარო განცხადება. მოგვიანებით,  ელგუჯა ბაგრატიონმა პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ ბერიძის ქმედებას ოპოზიცია ემიჯნება. ცოტა ხნის წინ, დამატებითი განმარტება გააკეთა გიორგი კირთაძემ.  ,,ნაციონალური მოძრაობის'' ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება საზოგადოებამ არასწორად გაიგო,  ხოლო რაც შეეხება ორგანიზაცია „ალტერნატივას’’ თავმჯდომარის ქმედებას, აცხადებს რომ, სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას ემიჯნება. 

შეგახსენებთ,  რამდენიმე დღის წინ ხათუნა ბერიძე, ,,ტვ 25''-ის ეთერში გასულმა რეპორტაჟმა გააღიზიანა, რის გამოც მედიის წარმომადგენლების  მისამართით დისკრიმინაციული შინაარსის და შეურაცხმყოფელი სტატუსი ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა. სიუჟეტი პოლიტიკოსების მხრიდან კოვიდრეგულაციების დარღვევას ეხებოდა. კონკრეტულად კი, ხალხმრავალ ქორწილში ოპოზიციონერი ლიდერების მოლხენას ასახავდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი