ბათუმის სარაგბო კლუბმა დიდი 10-ში მეხუთე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართა.
ბათუმელები გასვლაზე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 11-74 დაამარცხა.
ბათუმელებმა პირველი ნახევარი 11-24 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში კი 50 უპასუხო ქულა მიითვალეს და საერთო ჯამში 12 ლელოს დადება მოახერხეს.
რაგბი დიდი 10-ის პირველი წრე დასრულდა.
9 ტურის შემდეგ გათამაშებას 38 ქულით ბათუმის სარაგბო კლუბი ლიდერობს.
მეორე ადგილს 32 ქულით რუსთავის "ხარები" იმყოფებიან.
შემდეგ შეხვედრას "ბათუმი" შინ 18 დეკემბერს ქუთაისის "არესთან" გამართავს.