ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის მეხუთე ტურის გადადებულ შეხვედრას ითამაშებს.
"ბათუმი" გასვლაზე გორში სტეფანწმინდის "ყაზბეგს" შეხვდება. 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ ბათუმელებს 33 ქულა აქვთ და პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. "ყაზბეგი" კი 3 ქულით ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება.
მატჩი 12 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება. ამით "ბათუმი" დიდი 10-ის პირველ წრეს დაასრულებს.
რაგბის ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე 17 დეკემბერს დაიწყება.