ბათუმის საკალათბურთო გუნდმა "სუპერლიგაში" მორიგი მატჩი მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ''ბათუმი'' საკუთარ კედლებში "კაკტუსს" დაუხვდა და 10 ქულიანი სხვაობით 83-73 დაამარცხა.
შეხვედრაში ორმაგი დუბლი ''ბათუმის'' მოთამაშემ აიზეა ტრეილორმა დააფიქსირა. მის ანგარიშზე 26 ჩაგდებული ქულა და 11 მოხსნაა.
სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგია. ორმაგი დუბლი შეასრულა კიდევ ერთმა "ბათუმის" წევრმა სოსო გოგნაძემ. სოსომ 15 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. 7 ჩატარებული მატჩის შემდეგ ამ დროისთვის "ბათუმი" 10 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.
შემდეგი შეხვედრა ბერიშვილის შეგირდებს გასვლაზე თბილისში "ცხუმ-აფხაზეთთან" ექნებათ. მატჩი 18 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება.