ისრაელმა კოვიდშეზღუდვები გაახანგრძლივა

10 დეკემბერი 2021, 18:05 636 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის  ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული სამგზავრო  შეზღუდვები კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება.  

"მგზავრობაზე შეზღუდვები 11 დეკემბრამდე იყო ძალაში, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით, შეზღუდვები საზღვარზე კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება", - განაცხადა პრემიერმა. ამ დროისთვის ისრაელში ჩამოსული ყველა მოქალაქისთვის  იმუნიზაციის მიუხედავად, „პისიარ“ ტესტის პასუხების წარდგენა სავალდებულოა, ხოლო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მოქალაქეები კარანტინში უნდა გადავიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში