საიას ანგარიში

10 დეკემბერი 2021, 14:28 912 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

როგორც საიას თავმჯდომარემ დღეს  ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა,  საქართველო იყო მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც ქვეყანამ ვერ დაძლია და აღნიშნული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებამ ვერ შეძლო პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა. ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კი წინა წლის მსგავსად არ აღმოჩნდა საკმარისი.

ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები. აგრეთვე, გაიზარდა მედიის წარმომადგენელთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები.

სასამართლოს მიმართ არსებული დაბალი ნდობა, შერჩევითი და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ნიშნები ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას და ვითარების ესკალაციას - აღნიშნულია ანგარიშში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში