მაკრონი - პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წინააღმდეგ ბოიკოტი უმნიშვნელო და სიმბოლურია

10 დეკემბერი 2021, 11:07 941 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ საფრანგეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის დიპლომატიური ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს.

„ვფიქრობ, ამ თემის პოლიტიზირება არ ღირს. მით უმეტეს, თუ ეს არის უმნიშვნელო და სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი აშშ-მა, ავსტრალიამ, კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ გამოუცხადეს, რითაც, მათი განმარტებით, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააპროტესტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში