მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესი დატოვეს

09 დეკემბერი 2021, 17:39 990 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად სამივე ბრალდებულმა - ბადრი ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ და ავთანდილ წერეთელმა დატოვა.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულების ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის დაკითხვა დასრულდა, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ, დასკვნითი სიტყვისთვის. ამის საპასუხოდ ხაზარაძემ განაცხადა, რომ გამოდის,  მათი ჩვენებები არაფერს ნიშნავდა და პროკურორებს უკვე წინასწარ დაწერილი 30-გვერდიანი დასკვნა ჰქონდათ.

მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს პოზიცია მისთვის გაუგებარია, რადგან ჯერ კიდევ წინა სხდომაზე იყო ცნობილი, რომ დასკვნითი სიტყვაც იქნებოდა ბრალდების მხარის.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი